სნობური დამოკიდებულება საწინააღმდეგო აზრის მიმართ

1796485_498847443557111_869373795_n
დაახლოებით ნახევარი საათის წინ Facebook-ში შევედი, უკვე დაძინებას ვაპირებდი და ვიფიქრე გადავხედავდი. პირველი რაც თვალში მომხვდა მაია დარსმელიძის ლაიქების სიმრავლით გამორჩეული სტატუსი:

“არა ოკუპაციას! არა სოჭის ოლიმპიადას!!

მეც, როგორც სხვა ჩემს მეგობრებს, დამაინტერესა რამდენ ლაიქზე ავა ეს პოსტი და ჩემს ფრენდებში ვატარებ გამოკითხვას. : )”.

Continue reading

Advertisements

ქუჩის პროტესტის (უკულტურო) კულტურა საქართველოში

|

enhanced-buzz-27015-1323463163-30

სხვა თემებზე რომ აღარაფერი ვთქვა საქართველო პროტესტის კულტურის ნაკლებობასაც განიცდის. ქუჩის აქციების ორგანიზება (ეს იქნება პროტესტის, სოლიდარობის თუ სხვა) თითქმის არასდროსაა კარგად ორგანიზებული, არ არსებობს სამოქმედო გეგმა, კარგად ჩამოყალიბებული აზრი აქციის მნიშვნელობის შესახებ, აუცილებლად ხდება ტერიტორიის დაბინძურება  აქციის დასრულების შემდეგ კი არავინ ფიქრობს დასუფთავებაზე (ეს პრობლემა მხოლოდ ქუჩის აქციებს არ ახასიათებს) და არ ჩანს კარგი პოსტერები. საქართველოში ქუჩის აქციების მნიშვნელობის განსაზღვრა ძირითადად ხალხის რაოდენობის მიხედვით ხდება. თუმცა თუ აქცია იქნება კარგად ორგანიზებული, ჩამოყალიბებული აზრის მქონე და სამოქმედო გეგმით გამართული ხალხის რაოდენობა იმდენად მნიშვნელოვანი აღარ იქნება.
Continue reading

22 წლის ასაკში სუიციდით დასრულებული შეშლილი ხელოვნება

IMG_7854

ვინც ამ ფოტოებს ნახავს ალბათ ყველა დაინტერესდება მისი ისტორიით.  ფრანჩესკა ვუდმანი თავისი შემოქმედებით ერთი შეხედვითვე არ ტოვებს ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას. რამდენიმე წლის წინ როდესაც ეს ფოტოგრაფი და  ნამუშევრები აღმოვაჩინე დავინტერესდი მისი ისტორიით და მისი ფსიქიკური მდგომარეობით.

Continue reading

Keep smiling

_MG_1212

მამშვიდებს ამ გოგოს ემოცია. როგორც წესი ქორწილის დღეს საპატარძლო ნერვიულობს ხოლმე, მაგრამ ამ დილით მე უფრო ვნერვიულობდი იმის გამო, რომ პირველად უნდა გადამეღო ქორწილი. დილის 8ის ნახევარია ნახევარი საათის ძებნის მერე როგორც იქნა მივაგენი სალონს. სალონში კი იმდენად დადებითი აურა და ღიმილი დამხვდა, რომ დაძაბულობაც მომეხსნა და ჩემი განწყობაც შეიცვალა)) ცოტა ხანს ქალური ჭორების მოსმენით და ჟურნალების თვალიერებით გავერთე, შემდეგ ნელნელა შევედი კონტაქტში და ფოტოების გადაღება დავიწყე. სალონიდან სახლში წავედით სადაც დიდი ქაოსი, სიხარული და ნერვიულობა იყო. სასიძო უნდა მოსულიყო. მაგრამ მის მოსვლამდე საპატარძლოს მაკიაჟი უნდა გაეკეთებინა და მომზადებულიყო.

სამხედრო მოსამსახურეებმა ფიცი დადეს (ფოტორეპორტაჟი)

_IGP0420

დღეს აგვისტოს ომიდან ხუთი წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით გორში სამხედრო მოსამსახურეების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ცერემონიას ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, დავით ნარმანია, კახა კალაძე და სხვა პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. პოლიტიკოსებთან ერთად ცერემონიას მეუფე ანდრია და სხვა სასულიერო პირები დაესწრნენ.

Continue reading

პროტესტი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ (ფოტორეპორტაჟი)

C-_Users_giorgi_Desktop_New-folder-(22)__IGP0154– არის ხალხი?- 7-8 აქტიური ბიჭი მოვიდა, მაგრამ კიდევ ველოდებით.
– არაუშავს 2 ავტობუსი მოვა მალე.

დღეს, 7 აგვისტოს, გორში (გორის ციხეზე) აგვისტოს ომის ხუთი წლის თავთან დაკავშირებით რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციას ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები: გიორგი ვაშაძე, კობა ხაბაზი და სხვები.

აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობა დიდად არ აჭარბებდა ჯურნალისტების რაოდენობას. აქცია ჩირაღდნების ანთებით დაიწყო (ამ დროს ხშირად ისმოდა ფრაზა “სწრაფად გადაიღეთ ქარია და ჩაქრება”) და გაგრძელდა: ინტერვიუ პოლიტიკოსებთან, ინტერვიუ პოლიტიკოსებთან, ინტერვიუ პოლიტიკოსებთან, და ასე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ანუ აქციის დასრულებამდე.

Continue reading

მე – ლაიქები | და | მე – ბლოგერი

dajildoeba        ერთი შეხედვით ლაიქებსა და ბლოგერობას შორის კავშირი არ არის. მაგრამ შევეცდები მოგიყვეთ როგორ დავიწყე ლაიქებით და მივედი ბლოგის იდეამდე :) .

       მედიაპორტალის ორგანიზებული კონკურსი “ჩემი თვალით” დაიწყო. ამის შესახებ კონკურსის დაწყებამდე დაახლოვებით ერთი თვით ადრე გამაგებინა ჩემმა მეგობარმა ნიკოლოზმა. ამ პერიოდში გამოცდების ჩაბარება – არჩაბარების საკითხით ვიყავი დაკავებული და არ ვიცოდი მოვახერხებდი თუ არა კონკურსში მონაწილეობის მიღებას. სხვა დროს არც მიცდია რაიმე კონკურსში მონაწილეობის მიღება.

       კონკურსის დამთავრებამდე 3 დღით ადრე გადავწყვიტეთ გასვლა საკონკურსო ფოტოების გადასაღებად. გამთენიისას 5 საათზე, როდესაც ქალაქს ჯერ კიდევ ეძინა, მე და ნიკოლოზი ვცდილობდით ერთი შეხედვით მოსაწყენ ქალაქში გადაგვეღო ისეთი ხედები, რომლებიც რეალურთან შედარებით ცოტა უფრო ცოცხალი და საინტერესოც გამოჩნდებოდა.

Continue reading