მე – ლაიქები | და | მე – ბლოგერი

dajildoeba        ერთი შეხედვით ლაიქებსა და ბლოგერობას შორის კავშირი არ არის. მაგრამ შევეცდები მოგიყვეთ როგორ დავიწყე ლაიქებით და მივედი ბლოგის იდეამდე :) .

       მედიაპორტალის ორგანიზებული კონკურსი “ჩემი თვალით” დაიწყო. ამის შესახებ კონკურსის დაწყებამდე დაახლოვებით ერთი თვით ადრე გამაგებინა ჩემმა მეგობარმა ნიკოლოზმა. ამ პერიოდში გამოცდების ჩაბარება – არჩაბარების საკითხით ვიყავი დაკავებული და არ ვიცოდი მოვახერხებდი თუ არა კონკურსში მონაწილეობის მიღებას. სხვა დროს არც მიცდია რაიმე კონკურსში მონაწილეობის მიღება.

       კონკურსის დამთავრებამდე 3 დღით ადრე გადავწყვიტეთ გასვლა საკონკურსო ფოტოების გადასაღებად. გამთენიისას 5 საათზე, როდესაც ქალაქს ჯერ კიდევ ეძინა, მე და ნიკოლოზი ვცდილობდით ერთი შეხედვით მოსაწყენ ქალაქში გადაგვეღო ისეთი ხედები, რომლებიც რეალურთან შედარებით ცოტა უფრო ცოცხალი და საინტერესოც გამოჩნდებოდა.

ჩემი საკონკურსო ფოტოების ბმული: https://www.facebook.com/media/set/?set=a.224767547672045.1073741887.187330578082409&type=1

       ჩემი საკონკურსო ალბომის მედიაპორტალის გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ, როდესაც გადავხედე სხვა კონკურსანტების ფოტოებს და მათ ალბომებზე ლაიქების რაოდენობას  ვნახე, რომ ყველაზე მეტი ლაიქი ქონდა ერთ ალბომს, რომელიც არ აღემატებოდა 50-ს,  გადავწყვიტე ლაიქებითაც მეცადა ბედი. და სწორედ აქ იწყება ლაიქების ციებ-ცხელება))  პირველ დღეს ჩემი ფეისბუკის ფრენდებს ვუგზავნიდი დალაიქების თხოვნას განსხვავებული ტექსტით, მაგრამ თითქმის ერთი და იგივე შინაარსით. როგორიც არის: გადადით ალბომში და დაალაიქეთ, ძალიან მჭირდება, საკონკურსოა, ჩემი გადაღებული ფოტოებია, ყველა ლაიქი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს და ა.შ. დღის დასასრულს ჩემს ალბომზე ლაიქების რაოდენობა აღემატებოდა 100-ს. აქედან გამომდინარე ჩემი მოკრძალებული ლოგიკით მივედი იქამდე, რომ თუ ერთი თვის განმავლობაში ალბომმა ყველაზე მეტი 50 ლაიქი დააგროვა, ამ ბოლო 3 დღეში ვეღარ გამასწრებდა. შევწყვიტე დალაიქების თხოვნები და გადავწყვიტე მშვიდად დავლოდებოდი კონკურსის დამთავრებას (რა თქმა უნდა გამარჯვების იმედით) 🙂  . მეორე დღეს, როდესაც შევედი და ყოველი შემთხვევისთვის გადავხედე სხვა კონკურსების ალბომებზე ლაიქების რაოდენობას აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი კონკურსანტი 100-ი ლაიქით მისწრებდა. აი აქ დაიწყო ლაიქების მარათონი
kobaდა ჩემი კონკურსში გამარჯვების შემართება გადაიქცა პრინციპად, რომ აუცილებლად უნდა მომეგო იმ კონკურსანტისთვის, რომელიც “მეჯიბრებოდა”.  ამ თემაზე ბევრი, რომ არ გავაგრძელო  გეტყვით,  საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა დღეების განმავლობაში მოწონების თხოვნა, რამდენიმე საათში ერთხელ შედეგების შეცვლა და ა.შ.  მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად არ ვნანობ და პირიქით მიხარია კიდეც, რომ გავიმარჯვე კონკურსში და ჩემი აზრით გადავედი შემართების ახალ ეტაპზე, რომელზეც ბლოგის გაკეთების იდეასაც კი მოვაბი თავი.

20907_193780224104111_606804016_n

       26 ივლისს, დაჯილდოებაზე, ნათია აბრამიას ჩატარებულმა ლექციამ სახელით “მოქალაქე ჟურნალისტი” ჩემზე ძალიან იმოქმედა, თუმცა დაჯილდოვებით აჟიტირებულმა ამ თემაზე ფიქრს დიდად ვერ მოვაბი თავი.
29, 30, 31 ივლისი ტრენინგების დღეა.  დილა გაგიკვირდებათ და გაღვიძებით დაიწყო. მაგრამ არა ისეთი გაღვიძებით, როგორც ნორმალური ადამიანების უმეტესობა იღვიძებს. ჩემს შემთხვევაში გაღვიძება – გამოფხიზლების პროცესი ძალიან რთულია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც დილის 9-10 საათზე მიწევს ამ პროცესის გავლა.
12 საათზე სამთო ქიმიასთან შევიკრიბეთ გორის, ბათუმის და ქუთაისის გამარჯვებულები, ასევე პრომოუტერები და ირინკა (ირინკა – ადამიანი, რომელიც ჩემთვის პოზიტივთან ასოცირდება). პირველ რიგში ერთმანეთი გავიცანით, შემდეგ სასტუმროში წავედით, დავბინავდით და 3 საათზე უკვე აირექსის ოფისში ვიყავით, სადაც ტრენინგები უნდა ჩაგვტარებოდა.

       ტრენინგების ვრცელი აღწერა, რომ დავიწყო ალბათ ძალიან შორს წავალ. ამიტომ შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ ამის შესახებ.

ნათია აბრამია გვიტარებდა ტრენინგებს ზოგადად ჟურნალისტიკის შესახებ. ცდილობდა ჩამოეყალიბებინა ჩვენთვის ის ხედვა, რომელიც ბევრად უფრო საინტერესო და  მნიშვნელოვანია, ვიდრე სტანდარტული სატელევიზიო ან ფოტო რეპორტაჟი. ცდილობდა დაენახებინა ის, რაც ჩვენს გარშემო ყოველდღიურად ხდება, და ის რომ თუ ამ ყველაფერს ჟურნალისტის თვალით შევხედავთ ბევრი საინტერესო რაღაც შეიძლება აღმოვაჩინოთ.

ირაკლი იმნაიშვილი ცდილობდა, ესწავლებინა ჩვენთვის სატელევიზიო რეპორტაჟის ზოგადი სტანდარტები და ოპერატორის ტექნიკური შესაძლებლობები, (როგორ გადავიღოთ ისეთი რეპორტაჟი სამოყვარულო კამერით, რომ ნებისმიერი ტელევიზიის ტექნიკურ მახასიათებლებს აკმაყოფილებდეს).

გიორგი გოგუამ ჩაგვიტარა ტრენინგი ზოგადად ფოტოგრაფიის შესახებ. მოკლედ აგვიხსნა ფოტოგრაფიის ძირითადი სტანდარტები, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა გვასწავლა როგორი კადრი არ უნდა გადავიღოთ და კონკრეტულ სიტუაციებში, როგორი კადრის გადაღებაა უფრო მომგებიანი.

სალომე ჯაში გვესაუბრა იმის შესახებ, თუ რა გზა გაიარა ჟურნალისტობიდან დოკუმენტალისტობამდე, ასევე მოკლედ მოგვიყვა მის გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებზე, გადაღების პროცესზე და ემოციებზე.

      ოთხივე ადამიანის ჩატარებული ტრენინგი ძალიან მომეწონა. ბევრი რამე ვისწავლე და უმეტესობას ალბათ ჩემი პროფესიული ცხოვრების განმავლობაში ხშირად გამოვიყენებ. ვისწავლე რა არის სიქვენსი)) (ძლივს დავიმახსოვრე ეს სიტყვა) და როგორ უნდა გადავიღო შედარებით გამართული ვიდეო რეპორტაჟი. ვისწავლე როგორ უნდა გადავიღო ისეთი ფოტო, რომელიც ტექნიკურად და კომპოზიციურად უფრო კარგად აღსაქმელი იქნება და ვისწავლე როგორ არ კვეთს ერთმანეთს ადამიანის  მორალი და პროფესიონალიზმი.

  პოსტის სახელიდან გამომდინარე, ალბათ დროა ბლოგის იდეასაც შევეხო.

       არ გეგონოთ წინა აბზაცში ნათია აბრამია გამომრჩა, უბრალოდ მინდოდა იმაზე თუ რა ვისწავლე მისგან ცალკე დამეწერა. მოკლედ, რომ ვთქვა ნათიასგან  ვისწავლე როგორ გავაკეთო წარმატებული პროექტი ჩვენი ყოველდღიურობიდან, როგორ დავინახო მე და დავანახო სხვებსაც ის, რასაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ მაგრამ ვერ აღვიქვამთ როგორც განსაკუთრებულს და როგორ აღმოვაჩინოთ საინტერესო ადამიანები ჩვენს გარშემო. ბლოგის იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა. სხვა დროსაც მიფიქრია ბლოგზე თუმცა არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა, რა უნდა დამეწერა, მარტივად რომ ვთქვა რა ინფორმაციით უნდა შემევსო . მაგრამ ახლა მედიაპორტალის დახმარებით  ამ თემასთან დაკავშირებით რაღაც ხედვა ჩამომიყალიბდა და ვეცდები ჩემი თავი გამოვცადო იმაში, თუ რა შემიძლია. და რამდენად სწორად გავიგე ის რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი. 🙂

დასკვნა: .

არა! დასკვნას მაშინ დავწერ, როცა რამდენიმე ფოტორეპორტაჟს გავაკეთებ და ამაზე სხვის აზრს მოვისმენ 🙂 .

Advertisements

One thought on “მე – ლაიქები | და | მე – ბლოგერი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s