Keep smiling

_MG_1212

მამშვიდებს ამ გოგოს ემოცია. როგორც წესი ქორწილის დღეს საპატარძლო ნერვიულობს ხოლმე, მაგრამ ამ დილით მე უფრო ვნერვიულობდი იმის გამო, რომ პირველად უნდა გადამეღო ქორწილი. დილის 8ის ნახევარია ნახევარი საათის ძებნის მერე როგორც იქნა მივაგენი სალონს. სალონში კი იმდენად დადებითი აურა და ღიმილი დამხვდა, რომ დაძაბულობაც მომეხსნა და ჩემი განწყობაც შეიცვალა)) ცოტა ხანს ქალური ჭორების მოსმენით და ჟურნალების თვალიერებით გავერთე, შემდეგ ნელნელა შევედი კონტაქტში და ფოტოების გადაღება დავიწყე. სალონიდან სახლში წავედით სადაც დიდი ქაოსი, სიხარული და ნერვიულობა იყო. სასიძო უნდა მოსულიყო. მაგრამ მის მოსვლამდე საპატარძლოს მაკიაჟი უნდა გაეკეთებინა და მომზადებულიყო.
_MG_1247

სასიძოს, მეჯვარეების, მეგობრების და ახლო ნათესავების მოსვლამ ტრადიციულად მოსაწყენად ჩაიარა. ტრადიციულად სიძის დაგვიანებით და ტრადიციულად პატარძლის ოჯახის ნერვიულობით. ყველამ სათითაოდ დალოცა ერთი ჭიქით ეს ლამაზი დღე ოდნავ განსხვავებული მაგრამ ერთი და იგივე შინაარსის სიტყვებით. ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გაიწელა და ამას ისიც დაემატა, რომ პატარძლის მეჯვარეებმა დაიგვიანეს)). თუმცა როგორც იქნა მოვიდნენ მეჯვარეებიც და მალევე ყურადღების ცენტრში დაგვიანების და ჩაცმულობის გამო ადვილად მოექცნენ. მოვიდა დრო სახლიდან ეკლესიაში ჯვრისწერაზე იქიდან კი ქალაქში საპიპინოდ და შემდეგ ფოტოსესიაზე წასასვლელად. გარდა მომღიმარი ადამიანებისა ამ ქორწილის კიდევ  დადებითი ნაწილი სიძის ქუდი, ხელჯოხი და  საქორწინო მანქანა იყო.  IMG_1633

ჯვრისწერის და ქალაქში სიარულის დროს რამე განსაკუთრებული არ მომხდარა ამიტომ პირდაპირ ფოტოსესიაზე გადავალ. იპოდრომზე ფოტოსესია წინასწარ იყო დაგეგმილი, მაგრამ ქარის და ცხენის ურჩობის გამო ხელი ნაწილობრივ მაინც შეგვეშალა თუმცა საკმაოდ კარგი ფოტოების გადაღება მაინც მოხერხდა.
Delete-Layer
ნეფე-პატარძალს და მათ 6 მეჯვარეს სამედიცინო უნივერსიტეტი ქონდათ დამთავრებული ამიტომ ფოტოსესიიდან იქ წავედით. ესეც საკმაოდ სახალისო პროცესი აღმოღნდა) მოგონებები უნივერსიტეტზე, დაცვა ფრაზით: ხო იცით რომ შეგიშვათ პრობლემებს შემიქმნიან. მაგრამ მაინც გაღებული დარბაზი, ბევრი სიცილი, ბევრი მოგონება და რა თქმა უნდა ფოტოები.
Delete-Layer
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ეს ქორწილი თავისი ორიგინალური საქორწინო მანქანით, ბევრი ნამდვილი ღიმილით, და დადებითი ემოციებით საკმაოდ დიდ ხანს მემახსოვრება. და ზოგადადაც ჩემი აზრით ღიმილი ძალიან ხშირად ბევრ რამეს ცვლის.
იყო ეს
IMG_1763
იყო ესეც
_MG_1620
იყო ნოდარიც (არ ვიცი სინამდვილეში რა ქვია) რომელიც სულაც არ ყიფილა უჭმელი))
_MG_1902

_MG_1750
_MG_2215
_MG_1537_MG_1792

6 thoughts on “Keep smiling

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s