22 წლის ასაკში სუიციდით დასრულებული შეშლილი ხელოვნება

IMG_7854

ვინც ამ ფოტოებს ნახავს ალბათ ყველა დაინტერესდება მისი ისტორიით.  ფრანჩესკა ვუდმანი თავისი შემოქმედებით ერთი შეხედვითვე არ ტოვებს ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას. რამდენიმე წლის წინ როდესაც ეს ფოტოგრაფი და  ნამუშევრები აღმოვაჩინე დავინტერესდი მისი ისტორიით და მისი ფსიქიკური მდგომარეობით.

ფრანჩესკა ვუდმანი დაიბადა 1958  წლის 3 აპრილს დენვორში,კოლორადოში,ცნობილი მხატვრების ჯორჯ და ბეტი ვუდმენების ოჯახში. მან სკოლა 1975 წელს დაამთავრა. სწორედ ამ ზაფხულს ოჯახთან ერთად, იტალიაში კერძოდ ფლორენციაში გაემგზავრა. ზაფხულის განმავლობაში ფრანჩესკამ იტალიური საკმაოდ კარგად ისწავლა. სწორედ ამან განსაზღვრა მისი მომავალი შემოქმედებაც. 70-იანი წლების ბოლოს ფრანჩესკა სასწავლებლად რომში გაემგზავრა, მას არ გასჭირვებია საერთო ენის გამონახვა იტალიელ ხელოვანებთან და ინტელექტუალებთან, რომელთა თავშეყრის ადგილს ბუკინისტური მაღაზია Libreria Maldoror წარმოადგენდა. იქაურობას ფრანჩესკა ხშირად სტუმრობდა, სურეალიზმითაც იქ ნაპოვნი ანდრე ბრეტონის წიგნის კითხვისას დაინტერესდა.    „ფრანჩესკასთვის სიურრეალიზმი პირველ რიგში მალდორორსა და მის კედლებში იყო“, – იხსენებდა მაღაზიის ერთ-ერთი მეპატრონე, ჯორჯიო კასეტი, რომელიც ვუდმანს ენიგმატურ პიროვნებად აღიქვამდა – შორეული ამერიკიდან ჩამოსული გოგონა, რომელიც თავისუფლად ლაპარაკობს იტალიურად და კარგად ესმის ყველაფერი, რაც მალდორორის ვიწრო კედლებში ხდება. „არ ვიცი ჩვენ უფრო ვახდენდით მასზე გავლენას, თუ ის ჩვენზე“, – ამბობდა იგი.

ფრანჩესკამ ფოტოების გადაღება 13 წლის ასაკში დაიწყო. იღებდა შავ-თეთრ ფოტოებს სადაც მოდელი ძირითადად თვითონ იყო. ხელოვნების სხვა სფეროებისგან განსხვავებით, ფოტოგრაფიაში გენიოსად და მით უფრო, ვუნდერკინდად აღიარებული ადამიანები იშვიათობას წარმოადგენენ. თუმცა ფრანჩესკა ვუდმანის სახელის გარშემო ატეხილი ხმაურის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გაგვახსენდება, რომ გამონაკლისი, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, წესს ადასტურებს. გოგონას 800-მდე ფოტო, მისი გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე წელიწადში, ხელოვნებათმცოდნეებსა და ფოტომოყვარულებში დიდი გარჩევის საგნად იქცა. ადრეული სიკვდილის ფაქტმა კი მისი ნამუშევრების იდუმალება უფრო გაამძაფრა. გაუთავებელი ძიება, საკუთარ თავზე (და სხეულზე) დაკვირვება და რაც მთავარია თვითირონია, ფრანჩესკა ვუდმანის ავტოპორტრეტების განუყოფელი ნაწილია. ფოტოსურათებზე მისი შიშველი სხეული ხან საფლავის ქვას ეხუტება, წარწერით To Die Is Gain (სიკვდილი შენაძენია), ხანაც ვიქტორიანული სტილის ოთახში, კედელზე დახატულ შავ-თეთრ ყვავილებში შეუმჩნევლად გარდასახვასა და გაქრობას ცდილობს. სიკვდილის და ფოტოგრაფიის კავშირი ხომ სამყაროსავით ძველი თემაა. კრიტიკოსების აზრით, ფრანჩესკას ფოტოების უმეტესობა არა იმდენად სიკვდილის თემაზეა აგებული, რამდენადაც გოთურ ესთეტიკას ეხმაურება. ფემინისტები, თავის მხრივ, ვუდმანის ფოტოებში ქალის დაქვემდებარებული პოზიციის ასახვის და ხელოვნების საშუალებით მასთან დაპირისპირების სურვილს ხედავენ. სიურრეალიზმის მოყვარულები პირველ რიგში ფანტასმაგორიულ ელემენტებს უსვამენ ხაზს და მის ნამუშევრებს ყოველდღიური ყოფისგან გაქცევის მცდელობად აფასებენ, პოსტმოდერნისტები კი ფროიდის და ლაკანის ჭრილში ცდილობენ სექსუალური სიმბოლიკის ამოკითხვას და ასე დაუსრულებლად.

1980 წლის ზაფხულში ფრანჩესკა იყო “ფოტოგრაფი-თავის საცხოვრებელში”.

1980 წლის ბოლოსკენ ფრანჩესკა თავისი ნამუშევრების  და  პარტნიორთან ურთიერთობის გაფუჭების გამო დეპრესიაში ჩავარდა.

1981 წლის 19 იანვარს ფრანჩესკა ვუდმანი ნიუ-იორკის საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადმოხტა და 22 წლის ასაკსი სიოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება მის ფოტოებშიც იკითხება.

503629 francesca_woodman francesca-woodman-1

francesca-woodman6

it-02-1036_francesca_woodman_no._3_vrizzi_d_base

orig-12291321

woodman_francesca

Body-a-Francesca-Woodman-a29965367

Advertisements

One thought on “22 წლის ასაკში სუიციდით დასრულებული შეშლილი ხელოვნება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s