ერთი შეხედვით ლაიქებსა და ბლოგერობას შორის კავშირი არ არის. მაგრამ შევეცდები მოგიყვეთ როგორ დავიწყე ლაიქებით და მივედი ბლოგის იდეამდე :) .
მედიაპორტალის ორგანიზებული კონკურსი “ჩემი თვალით” დაიწყო. ამის შესახებ კონკურსის დაწყებამდე დაახლოვებით ერთი თვით ადრე გამაგებინა ჩემმა მეგობარმა ნიკოლოზმა. ამ პერიოდში გამოცდების ჩაბარება – არჩაბარების საკითხით ვიყავი დაკავებული და არ ვიცოდი მოვახერხებდი თუ არა კონკურსში მონაწილეობის მიღებას. სხვა დროს არც მიცდია რაიმე კონკურსში მონაწილეობის მიღება.
კონკურსის დამთავრებამდე 3 დღით ადრე გადავწყვიტეთ გასვლა საკონკურსო ფოტოების გადასაღებად. გამთენიისას 5 საათზე, როდესაც ქალაქს ჯერ კიდევ ეძინა, მე და ნიკოლოზი ვცდილობდით ერთი შეხედვით მოსაწყენ ქალაქში გადაგვეღო ისეთი ხედები, რომლებიც რეალურთან შედარებით ცოტა უფრო ცოცხალი და საინტერესოც გამოჩნდებოდა.