დღეს აგვისტოს ომიდან ხუთი წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით გორში სამხედრო მოსამსახურეების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ცერემონიას ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, დავით ნარმანია, კახა კალაძე და სხვა პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. პოლიტიკოსებთან ერთად ცერემონიას მეუფე ანდრია და სხვა სასულიერო პირები დაესწრნენ.
ფოტორეპორტაჟი
მე – ლაიქები | და | მე – ბლოგერი
ერთი შეხედვით ლაიქებსა და ბლოგერობას შორის კავშირი არ არის. მაგრამ შევეცდები მოგიყვეთ როგორ დავიწყე ლაიქებით და მივედი ბლოგის იდეამდე :) .
მედიაპორტალის ორგანიზებული კონკურსი “ჩემი თვალით” დაიწყო. ამის შესახებ კონკურსის დაწყებამდე დაახლოვებით ერთი თვით ადრე გამაგებინა ჩემმა მეგობარმა ნიკოლოზმა. ამ პერიოდში გამოცდების ჩაბარება – არჩაბარების საკითხით ვიყავი დაკავებული და არ ვიცოდი მოვახერხებდი თუ არა კონკურსში მონაწილეობის მიღებას. სხვა დროს არც მიცდია რაიმე კონკურსში მონაწილეობის მიღება.
კონკურსის დამთავრებამდე 3 დღით ადრე გადავწყვიტეთ გასვლა საკონკურსო ფოტოების გადასაღებად. გამთენიისას 5 საათზე, როდესაც ქალაქს ჯერ კიდევ ეძინა, მე და ნიკოლოზი ვცდილობდით ერთი შეხედვით მოსაწყენ ქალაქში გადაგვეღო ისეთი ხედები, რომლებიც რეალურთან შედარებით ცოტა უფრო ცოცხალი და საინტერესოც გამოჩნდებოდა.